მართებულია, რომ ღაზას მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ - შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება და ამბობს, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს.
„მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, - წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.