ფიზიკური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია - მარგუს ცაჰკნა

09.05.24 16:13
 ფიზიკური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე თბილისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.

"ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შესახებ, "საზოგადოების მტრების" სიების შედგენის წინადადება & სერიოზული ფიზიკური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია.

გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული, პატივი უნდა სცენ", - წერს მარგუს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.