იტალიაში გამართულ სამიტზე პუტინის წინადადებები არ განხილულა, ყველამ იცის, რომ ეს არასერიოზულია - შოლცი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა იტალიაში გამართულ სამიტზე არ განიხილეს პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იტალიაში შვეიცარიაში G7-ის სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ ეს წინადადებები არ არის სერიოზული, მაგრამ დაკავშირებულია შვეიცარიის სამშვიდობო სამიტთან“, - ამბობს გერმანიის კანცლერი.
ცნობისთვის, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში დღეს იხსნება და 2 დღე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ, 14 ივნისს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.