დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალი აშშ- ში - დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალი “ჰელენი“ აშშ- ში - დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც 2005 წლის "კატრინას" შემდეგ ყველაზე დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალია.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ასევე ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაშიც.
ქარიშხლიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც, თითქმის მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.