"როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს" - ტრამპმა ხმა მისცა
"რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.
როგორც მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი თავად გახდება.
ძალიან თავდაჯერებულად ვარ. როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს… ის [არჩევნები] დაძაბულიც კი არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება,” - განაცხადა ტრამპმა.