კრემლი პუტინის და ტრამპის საუბრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
კრემლი პუტინის და ტრამპის საუბრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპს ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი ჯერ არ ჰქონიათ.
ეს არის ინფორმაციის ხარისხის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომელიც ახლა ქვეყნდება საკმაოდ პატივცემულ პუბლიკაციებში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, სრული სიცრუეა, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.