აშშ-მ ავღანეთში ვერაფერს მიაღწია, გარდა ტრაგედიისა - პუტინი

01.09.21 16:35
აშშ-მ ავღანეთში ვერაფერს მიაღწია, გარდა ტრაგედიისა  - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით,  აშშ-ის ჯარების ავღანეთში ყოფნამ ტრაგედიის გარდა  არანაირი შედეგი არ მოიტანა. 

აშშ-ს  სამხედრო  ძალები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და 20 წლის განმავლობაში ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების ცივილიზებას, თავიანთი ცხოვრების ნორმების და სტანდარტების დანერგვას.შედეგი არის მხოლოდ ტრაგედიები და მსხვერპლი მათთვის, ვინც ეს განახორციელა - შეერთებული შტატებისთვის და მით უფრო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ავღანეთის ტერიტორიაზე. შედეგი არის ნული, თუ არა უარყოფითი,“ - თქვა  პუტინმა.

შეგახსენებთ, აშშ-მ  სამხედროების ევაკუაცია ავღანეთში  31 აგვისტოს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები