800 მილიარდი ევროპის უსაფრთხოებისთვის - EU-ს გეგმა

06.03.25 16:11
800 მილიარდი ევროპის უსაფრთხოებისთვის -  EU-ს გეგმა

ყურადღების ცენტრშია ბრიუსელი - რამდენიმე წუთში ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი უნდა დაიწყოს. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.

სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ლიდერებს გადაიარაღების გეგმას წარუდგენს, რომელიც 800 მილიარდი ევროს თავდაცვით ინვესტიციას გულისხმობს. 

ირკვევა, რომ ფონდის დაფინანსების მექანიზმები ისეა შემუშავებული, რომ პრორუსმა ორბანმა  ვეტოს დადება ვერ შეძლოს. 

ამ ექსტრაორდინარულ დროს ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება. მადლობა ვოლოდიმირ, რომ აქ ხარ. ახლა ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია, უკრაინა კი ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა აწყდება მკაფიო საფრთხეს. ამიტომ, ევროპას უნდა შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი. ამიტომ, მე დღეს ლიდერებს წარვუდგენ გადაიარაღების გეგმას. ეს გეგმა 800 მილიარდი ევროს თავდაცვით ინვესტიციას გულისხმობს. ეს მისცემს წევრ სახელმწიფოებს ფისკალურ სივრცეს, ინვესტიცია ჩადოს თავდაცვაში. მისცემს ევროპას შესაძლებლობას ინვესტიცია ჩადოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობაში. ჩვენ უკრაინის გვერდით დავრჩებით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება." - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ამავე თემაზე ასევე ნახეთ: