ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ - კოშტა

"ევროპის უსაფრთხოება განცალკევებული არაა უკრაინის უსაფრთხოებისგან და თავდაცვისგან" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძლიერი ევროპული თავდასხმა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, უკრაინის თავდაცვა კი EU-ს გააძლიერებს.
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვიდგას, ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოება. ჩვენ დღეს აქ გადაწყვეტილების მისაღებად შევიკრიბეთ. მადლობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ აქ კონკრეტული შეთავაზებით მოვიდა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ. გავაძლიეროთ ჩვენი ხარჯვისუნარიანობა, რომ დავხარჯოთ უკეთესად, რომ დავეყრდნოთ ჩვენს შესაძლებლობებს.
ევროპის უსაფრთხოება განცალკევებული არაა უკრაინის უსაფრთხოებისგან და თავდაცვისგან. ძლიერი ევროპული თავდასხმა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, უკრაინის თავდაცვა კი ჩვენ გაგვაძლიერებს. ჩვენ გვინდა გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ახლაც და მომავალშიც, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტია და რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანასთან ერთად." - განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ამავე თემაზე ასევე ნახეთ:
- "დღეს ლიდერებს წარვუდგენ გადაიარაღების გეგმას" - რას გულისხმობს ლაიენის პროექტი
- ზელენსკი ევროპელ ლიდერებს: თქვენ ძლიერი სიგნალი გააგზავნეთ უკრაინელ ხალხთან, რომ ჩვენ მარტო არ ვართ
- ლიდერებს ვთავაზობ, დავადგინოთ უკრაინის EU-ში გაწევრიანების საორიენტაციო ვადა, ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური ერთგულება - ნაუსედა
- "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის გადაიარაღებაა" - დანიის პრემიერი