"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის გადაიარაღებაა" - დანიის პრემიერი

06.03.25 16:22
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის გადაიარაღებაა" - დანიის პრემიერი

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის გადაიარაღებაა" - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენიმ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე შეფასებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რადგან მდგრადი მშვიდობის წინ წაწევის გარეშე ევროპაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება. ვფიქრობ, ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა – თავდაცვასა და შეკავებაზე. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და ამასთან ერთად, უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, რადგანაც ჩვენ გვინდა, მშვიდობა ევროპაში და ამის გაკეთება შეუძლებელია მდგრადი მშვიდობის წინ წაწევის გარეშე.

ამავე თემაზე ასევე ნახეთ: