მოსამართლემ ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ორივე მათგანს პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივე მათგანის ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებას ითხოვდა.
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.