ვინ არ არის "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც დაწყებიდან 18 წუთში დასრულდა, პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ აირჩიეს.
კობახიძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 25 აპრილს განაცხადა.
დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით მხოლოდ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდნენ.
დღესვე აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომელიც 15 პირისგან შედგება.
- „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში აღარ არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე , ანრი ოხანაშვილი და თორნიკე რიჟვაძე.
- პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან: ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაში შედიან:
-
ბიძინა ივანიშვილი
-
ირაკლი კობახიძე
-
კახა კალაძე
-
შალვა პაპუაშვილი
-
მამუკა მდინარაძე
-
გია ვოლსკი
-
თეა წულუკიანი
-
ვახტანგ გომელაური
-
ირაკლი ჩიქოვანი
-
მაკა ბოჭორიშვილი
-
ნიკოლოზ სამხარაძე
-
მარიამ ქვრივიშვილი
-
დიმიტრი სამხარაძე
-
სულხან თამაზაშვილი
-
ნინო წილოსანი
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.
"წართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობში მყოფი პოლიტიკოსების უმრავლესობა სასანქციო სიაშია.