„ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება - მიხეილ ჯანელიძე კობახიძის ღია წერილზე
„ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება" - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისთვის მიწერილ ღია წერილს.
სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება.
კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება", -წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე ნახეთ:
- რამდენიმე კვირის წინ წერილით მოგმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია - კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვანსს
- კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე