"ფაქტიურად, ეს არის დამშვიდობება აშშ-თან" - ხიდაშელი ამბობს, რომ კობახიძის ღია წერილი ივანიშვილის მოთხოვნით დაიწერა

13.05.25 13:15
"ფაქტიურად, ეს არის დამშვიდობება აშშ-თან" - ხიდაშელი ამბობს, რომ კობახიძის ღია წერილი ივანიშვილის მოთხოვნით დაიწერა

თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ღია წერილი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით მისწერა. 

"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს წერილი, ფაქტობრივად არის დამშვიდობება აშშ-თან.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ ვეღარასდროს ვეღარ დაალაგებს ურთიერთობებს შტატებთან - ამბობს ხიდაშელი. 

ტირიან, შეწუხებულები არიან, კი ნამდვილად, ასეთი წერილები ისე არ იწერება, თუ არ არიან შეწუხებულები და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეგობარმა აქტმა" ისინი საერთოდ გამოიყვანა წყობიდან. მაგრამ ამასობაში, ძალიან სახიფათო წერილია, იმიტომ, რომ ასე ქაღალდზე დაწერილად, პირველად ვხედავთ, რომ ფაქტიურად, ეს არის დამშვიდობება აშშ-თან - ხელისჩაქნევა, რომ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ ვეღარასდროს ვეღარ დაალაგებს, ვეღარ მოაწესრიგეს ურთიერთობებს შტატებთან. იმიტომ, რომ ხო ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთ წერილებს კობახიძე არ წერს. ფიზიკურად, ალბათ მისი დაწერილია, იმიტომ, რომ ტექსტი, ტონალობა, ტერმინოლოგია - ეს მთლიანად კობახიძეა, მაგრამ დაწერილია ივანიშვილის მოთხოვნით და სურვილით, ბუნებრივია. როგორც ჩანს, გაადწყვუიტეს, რომ ახლა გარე ფაქტორსაც უნდა გამოემშვიდობონ. ჩაჭრეს ხიდი, რომ მერე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სრულფასოვანი დიქტატურა დაამყარონ. 

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ: