კობახიძის ღია წერილი ტრამპს - ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარები კეთდება

13.05.25 13:40
კობახიძის ღია წერილი ტრამპს - ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარები კეთდება

ირაკლი კობახიძის ღია წერილი ტრამპს ჯეი დი ვენსს - ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარები კეთდება.

 დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატებისგან პარტნიორული ურთიერთობის ჭრილში რეალურ ნაბიჯებს მოელის. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აგვიანებს და სწორედ ეს იწვევს კითხვის ნიშნებს.

„ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ის რესურსები, რაც ცხადია, არ ესადაგება არანაირ პარტნიორულ ურთიერთობას და დღეს, ამ ყველაფრის წიაღში, შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა იღებს რაღაც დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს „MEGOBARI აქტს". პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ [დოკუმენტში] საქართველოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მტრული შინაარსი წერია. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს აქტი სრულიად დაცლილია რეალური ფაქტებისგან. იქ არსებული თითქოსდა, ხაზგასმით და აპელირებადი გარემოებები ელემენტარულად არის არასწორი და ტყუილი. ამ ყველაფრის ჭრილში, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, ცხადია, მოელის შეერთებული შტატებისგან, მისი ახალი ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციას და მკაფიო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით", - ამბობს მათიკაშვილი. 

ეკა სეფაშვილი კი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების "გამოუსწორებლობას "დიფ სთეითს" აბრალებს. 

სამწუხაროდ ჯერჯერობით (მაღალი რანგის შეხვედრები) არ ხდება, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ვითარება გამოსწორდება, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, "დიფსთეითი" იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე თუნდაც ტრამპს ეგონა და ვიდრე თუნდაც ჩვენ გვეგონა. ამ ყველაფერ ურთიერთობების გადალაგებაა", - ამბობს სეფაშვილი.

კითხვაზე, ტრამპის პასუხის დაბრუნება/არდაბრუნება დიფსთეითის ბრალია? - "ოცნების" სატელიტი პარტიის წარმომადგენელი ამბობს: 

ასე პირდაპირ დიფსთეითის ბრალია თუ არ არის, ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპიც ერძვის დიფსთეითს და არ არის მარტივი ეს ბრძოლა", - აცხადებს სეფაშვილი. 

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების მოლოდინს არ კარგავს "ოცნების" წევრი, ირაკლი ხელაძე.

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ აქამდე გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში რაღეცები შეიცვლებოდა, თუმცა იმედი არ ვკარგავთ ახლა. მთავარი ჩვენთვის არის სახელმწიფიოს ერთგულების აქტი. ამაში ვერ შემოგვედავება ვერავინ. მეგობრობის აქტები და რეზოლუციები ჩვენ ნანახი გვაქვს", - ამბობს ირაკლი ხელაძე 

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ: