ეხვეწება ფაქტობრივად ტრამპს, რომ შეიმჩნიოს - ბუტიკაშვილი კობახიძის ღია წერილზე
ეხვეწება ფაქტობრივად ტრამპს, რომ შეიმჩნიოს - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი, ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი მიწერილ ღია წერილს.
ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ამ წერილმა ნათლად გამოაჩინა, რომ "ოცნება" იტყუებოდა, როცა ლევან დავითაშვილის ამერიკაში ვიზიტს "წარმატებულად ასაღებდა".
ღია წერილი არის სასაცილო ბევრი კუთხით და ბევრი გაგებით. ეხვეწება ფაქტობრივად ტრამპს, რომ შეიმჩნიოს კობახიძე. ისინი ერთის მხრივ ავრცელებენ, რომ თითქოს მათი ვიზიტი ამერიკაში იყო წარმატებული, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ატყუებდნენ საზოგადოებას და დღეს ვხედავთ ღია წერილს, რომელშიც კობახიძე იმას ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ელაპარაკება ბევრად უფრო რთულ ავტორიტარულ სახელმწიფოებსაც და საქართველოდანაც რეაქციაც არ აქვს. შესაბამისად, კობახიძე ერთს მხრივ ამბობს, რომ თავადაც ავტორიტარული სახელმწიფოა და თუ უფრო რთულ სახელმწიფოებს ესაუბრება მას რატომ არ ესაუბრება', - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე ნახეთ:
- რამდენიმე კვირის წინ წერილით მოგმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია - კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვანსს
- კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე