კობახიძის წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს - ბუაძე
ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი - იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი მიწერილ ღია წერილს.
ბუაძის თქმით, კობახიძის მიერ გამოქვეყნებული წერილი დასუსტებული რეჟიმის ძალიან სუსტ პოზიციას გამოხატავს.
„ჩვენ ვნახეთ, დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია. ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთი მარცხისათვის შეაგუოს - „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ.
შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში არ ელაპარაკება, რომელიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ”, - განაცხადა ბუაძემ.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე ნახეთ:
- რამდენიმე კვირის წინ წერილით მოგმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია - კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვანსს
- კვლავ ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" - რას წერს კობახიძე ტრამპს და ჯეი დი ვენსს აქციის მონაწილეებზე