“არაადეკვატური გაჭიფხვა“, რომელიც ამ წერილშია, რა თქმა უნდა, დააფიქრებს “ოცნების“ წარმომადგენლებს-ვაშაძე

13.05.25 22:48
“არაადეკვატური გაჭიფხვა“, რომელიც ამ წერილშია, რა თქმა უნდა, დააფიქრებს “ოცნების“ წარმომადგენლებს-ვაშაძე

არაადეკვატური გაჭიფხვა, რომელიც ამ წერილშია, რა თქმა უნდა, დააფიქრებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს,-ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრემიერს, ჯეი დი ვენსს მიმართავს.

როგორც ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება.“

ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ არ ჩამოიშალოს ეს სისტემა, რომელიც დღეს არის. არაადეკვატური გაჭიფხვა, რომელიც ამ წერილშია, რა თქმა უნდა, დააფიქრებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათაც მინდა ვუთხრა, ხალხო, როდის უფრო დაცულები ვართ, როცა ძლიერი ამერიკა გვიდგას გევრდით, ძლიერი ევროპა ცდილობს დაცულობის ფარდა გადაგვაფაროს ევროკავშირის წევრობით, თუ ამ ადამიანების ანაბარა ვიყოთ. ეს ხალხი აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, მდიდრდებიან, ძარცვავენ ქვეყანას და ვართ ამ რეალობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენ გამარჯვებაში. 

ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ კუთხით, ისინი მზად არიან, იზოლაციაში მოექცნენ, თქვან უარი უვიზო მიმოსვლაზეც. იმისთვის რომ თავი გადაირჩინონ,  მზად არიან მტერსაც კი შეეკრნან ბოლომდე ღიად, რადგან მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ასევე ნახეთ: