"ოცნება" ახალ სკანდალში - რის სანაცვლოდ გაყიდა საქართველოს ეროვნული ინტერესი

15.05.25 20:24
"ოცნება" ახალ სკანდალში - რის სანაცვლოდ გაყიდა საქართველოს ეროვნული ინტერესი

რის სანაცვლოდ გაყიდა, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ეროვნული ინტერესი?! ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტიდან საქართველოს კანდიდატურის მოხსნა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საქართველოს აღარ აქვს პრეტენზია ტურიზმში ერთ ერთი წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოს მოქალაქე იყოს. კობახიძემ ეს სვლა დღეს შეთქმულების თეორიების დაუკავშირა. 

ეს კობახიძის ვერსიაა, თუმცა სულ სხვა ეჭვი აქვთ დიპლომატებს, საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს. არსებობს ვარაუდი, რომ შედგა გარიგება. საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უკან გადადებს, სანაცვლოდ კი არაბთა გაერთიანებული საამიროები ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს გიორგი ბაჩიაშვილს დააკავებს და ოცნების რეჟიმს გადასცემს.  

ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც 2017 წლიდან საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებდა, ისე გაუშვეს, რომ მასთან არაფერი შეუთანხმებიათ. ზურა  პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ პროცესი ჩუმად, მის ზურგს უკან მიმდინარეობდა. თავად კანდიდატურის მოხსნა არც კი უფიქრია. 

რატომ დაბლოკა კობახიძემ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციაში გენ მდივნად მუშაობის პერიოდში პოლოლიკაშვილმა გაერთიანების რიგებიდან რუსეთი გარიცხა, ამიტომ არსებობს ეჭვი, ქართლი ოცნების სახელით რუსული დავალება შესრულდა. 

"ოცნება" ახალ სკანდალში - ვრცლად, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში