როგორ წაიკითხა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტელეკამერების წინ ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით "ოპოზიციას გარედან კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთონ" და როგორ უნდა მოიქცნენ.
კობახიძიე თქმით, საბოლოოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს:
ეს მოწოდებაც საინტერესოა. ოპოზიციას გარედან კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ. თავად ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და გარედან კარნახობენ ამ ყველაფერს. მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც ნაცმოძრაობის და "ახალის" წარმომადგენლები აკეთებენ, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი "აბულინგებენ" ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რადგან მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ ინსტრუქციას, მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან. ადრე სხვას "აბულინგებდი", ახლა თავად იღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- ცნობისთვის, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მიმართავენ - ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.