თვითმმართველობის არჩევნების საკითხი - ვინ არის მზად დისკუსიაში მონაწილეობისთვის
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი - პროდასავლური ოპოზიციური პარტიები დისკუსიისთვის მზად არიან. პოლიტიკოსები მზაობას აცხადებენ ამ საკითხის შესახებ ერთმანეთის არგუმენტები და მოსაზრებები მოისმინონ.
საჯარო გახდა ეს საკითხი და საზოგადოება იმსახურებს საჯაროდ იყოს ეს ყველაფერი სრულყოფილი. ამის შესახებ მე გუშინაც დავაფიქსირე.
ადგილობრივზე ჩამოყალიბება იყო მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს ამოცანა შესრულდა 26 მაისს, როდესაც ყველამ "ლელოს" ჩათვლით, პრეზიდენტმაც თქვა ის პოზიცია, რომელიც არის მთელი ოპოზიციისთვის სრულიად გამაერთიანებელი. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის გასაკვირი "ლელოს", მათ შორის, საჯაროდ გამოხატული (პოზიცია), რადგან შიგნით ჩვენ ხელი გვქონდა მოწერილი ერთ პოზიციაზე." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დისკუსიას წინ არაფერი უდგას - ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ანა წითლიძის თქმით, საუბარი და განხილვა ყოველთვის კარგია.
დისკუსიას წინ არაფერი უდგას საერთოდ. საუბარი და განხილვა ყოველთვის არის კარგი. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვიცი, რა არის განსახილველი, რადგან ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რა დევს სასწორზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, ბიძინა ივანიშვილს ეს ოპოზიციური პარტიები უხსნიან ახალ სუნთქვას". - განაცხადა ანა წითლიძემ.
დისკუსიაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებენ არც "ფედერალისტები".
ხაზარაძე თუ დისკუსიას გვთხოვს, დაგვიჯდეს დებატებში თუ საჯარო დისკუსია უნდა . თუ არასაჯარო დისკუსია უნდოდა, პრეზიდენტმა გააკეთა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც სრულიად განსხვავებული პარტიები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ახალი არჩევნების მიღწევის გზებს. თუ ხაზარაძეს შეხედულება შეეცვალა იმ გზასთან დაკავშირებით, რაც არჩეული გვაქვს და პარლამენტის ბოიკოტი ჩათვალა, რომ ცუდი იდეაა და ახლა უნდა თვითმმართველობის არჩევნებში შევარდეს, იქ რატომ არ განიხილა. დასავლეთის ქვეყნები რეჟიმს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ კი არ მოუწოდებენ, საკუთარ საზოგადოებაში ოპოზიციასთან დალაგდიო ამაზე მოუწოდებენ. თუ ხაზარაძე გავარდა და თვითმმართველობის არჩევნები დალაგდა, ეს არის დალაგებაც და ნორმალიზებაც დასავლეთთან. მაშინ ეს 7 თვე რისთვის ვიბრძოლეთ, ეს ხალხი რატომ ზის 6 თვე ციხეში". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხზე სოცილოგებიც საუბრობენ.
იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე უნდა შეჯერდნენ.
ან არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ უნდა შეთანხმდეს ყველა და უნდა შევიდეს არჩევნებში, ან პირიქით, ყველა უნდა შეთანხმდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ერთი პოლიტიკური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია "ცვლილებებისთვის", ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც ისინი აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველი არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ხმას ვერ მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" შანსები გაიზრდება. ეს ოპოზიციური პარტიების დამარცხების გარანტია იქნება". - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ გადაცემა "რეაქციაში" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას დისკუსიისკენ და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
დისკუსკიაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
დღეს "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ "დისკუსიისთვის ყველაზე კარგი ფორმატი სალომე ზურაბიშვილის ფორმატია, სადაც 4 ბარიერგადალახული მსხვილი კოალიცია უნდა შეიკრიბოს".