საქართველო ნატოს მიღმა - ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა ალიანსის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

18.06.25 20:20
საქართველო ნატოს მიღმა - ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა ალიანსის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

ისტორიაში პირველად, ნატოს სამიტზე საქართველო საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი. მიწვევა არა მხოლოდ "ოცნების" პირველ პირებს,  საგარეო საქმეთა სამინისტროსაც არ გაუგზავნეს. ამის შესახებ დღეს მედიასთან ირაკლი კობახიძემ არ ისაუბრა, თუმცა მისი დამალული სიმართლე ნატოს წარმომადგენელმა გათქვა.

მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე ჰააგაში 32 ქვეყნის ლიდერი ჩავა და არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ თავდაცვისთვის ხარჯების ზრდას დაუჭერენ მხარს. ჰააგაში ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, თუმცა "ქართული ოცნება" ამ სამიტზე არ იქნება.

რატომ გააქრო "ქართულმა ოცნებამ" დღის წესრიგიდან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ამაზე დღეს ირაკლი კობახიძეს პასუხი არ ჰქონდა, სამაგიროდ ატლანტიკურ ალიანს თავს დაესხა და ის უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 2002 წლის შემდეგ, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ პრაღის სამიტზე ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე განაცხადი გააკეთა, ჩვენი ქვეყანა ნატოს სამიტზე ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ბოლო 2 წელია, ქართული ოცნების ანტიდასავლური ქმედებების კვალდაკვალ ივანიშვილის გუნდი სამიტებზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი.  წელს კი ალიანსის შეკრებაზე მაკა ბოჭორიშვილიც არ მიიწვიეს.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები