პრემიერმა წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა

06.10.21 17:29
პრემიერმა წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა

საყოველთაო კრიტიკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.

დღეს დილით ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ეწერა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით, ან მხუთავი აირით დავშლიდით".

რამდენიმე წუთის წინ ჩასწორებულ განცხადებაში ,,მხუთავი აირი" ,,ცრემლსადენი გაზით" ჩანაცვლდა. 

პრემიერის მიმართვის შეფასებისას იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ დაწერა, რომ ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილის, თქმით კი  ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას იურისტობა არ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები