ვინ არის ცვლის უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის თქმით, მისი ცემის პროცესი ნახა, თუმცა არ ჩარეულა
ვინ არის E კორპუსის ცვლის უფროსი არჩილი, რომელსაც "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვენელი, თავდასხმის შემდეგ, ციხიდან გამოგზავნილ წერილში ახსენებს.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ცვლის უფროსი 11 ივლისს, როცა მას საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდამსხმელის მითითებას დაემორჩილა და სისხლიან ანგარიშსწორებაში არ ჩარეულა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ეს ადამიანი არჩილ ბათხაძეა, რომელმაც ბაჩიაშვილის თქმით, ცემის პროცესში საკნის სარკმელი შეაღო და თავდამსხმელის ბრძანებით მაშინვე დახურა.
ამავე თემაზე:
- დადგენილია ვინ სცემა საკანში გიორგი ბაჩიაშვილი
- პირველი ინტერვიუ პაატა სალიასთან გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ
- გიორგი ბაჩიაშვილი წერილის წერილი - ნაცემი პატიმარი ციხის საავადმყოფოს დირექტორს ამხელს
ყველაფერი 27 წლის პატიმარზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს თავს დაესხა - ნახეთ აქ