პაპუაშვილი ბრიუსელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და პაველ ჰერჩინსკის უპირისპირდება

30.07.25 16:17
პაპუაშვილი ბრიუსელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და პაველ ჰერჩინსკის უპირისპირდება

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წინააღმდეგ იერიში დღეს ჟენევიდან მიიტანა და მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტებში "დეზინფორმაცია იწერება".

"ოცნების" ლიდერმა გააკრიტიკა ევროპარლამენტის ბოლო ორი განცხადება, სადაც პირდაპირ იყო საუბარი ახალი არჩევნების აუცილებლობაზე.

პაპუაშვილის სამიზნე დღეს ევროკავშირის ელჩიც გახდა. "ოცნების" ლიდერმა პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ტყუილის გავრცელებასა და იმ არასამთავრობოების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი მტკიცებით, საქართველოში დემოკრატიას არ აღიარებენ.

"აქ დგას პირდაპირ ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა" - თქვა დღეს ჟევაში მყოფმა პაპუაშვილმა. 

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა". ამას EU-ის პრესსპიკერის საპასუხო განცხადება მოჰყვა და საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდა "მოერიდონ წამქეზებლურ პირად თავდასხმებს".

ეს არის ის დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის მხრიდან ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა ევროპარლამენტში გაფართოების კომისარის, მარტა კოსის თანდასწრებით, მისი შექების და ტაშის თანხლებით და როცა ასეთი დეზინფორმაცია იწერება ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტებში, იქნება ეს არჩევნებთან დაკავშირებით თუ, შეგახსენებთ, რომ ამ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც არის მოთხოვნილი, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს ნდობას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. დღემდე, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია ამ რეზოლუციას და ამით, ევროკავშირის ელჩი ხელს უწყობს ამ ტყუილის გავრცელებას საქართველოში. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ რამდენიმე ფრონტზეა გაშლილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ერთის მხრივ ევროპარლამენტსი რეზოლუცია, რომელიც ავრცელებს ტყუილს არჩევნებზე, რომ თითქოსდა გაყალბდა, მეორეს მხრივ, ერვოკავშირის ელჩი, რომელიც არ ემიჯნება ამ რეზოლუციას და არ ამბობს იმას, რომ ეს არ წარმოადგენს მის პოზიციას. მესამე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტბეს და მის დაფინანსებას აგრძელებს ევოკავშირის ელჩი, ეს ყველაფერი არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე და სამწუხაროდ, ამ თავდასხმის ერთ-ერთი თანამონაწილე ევროკავშირის ელჩია. ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელის პრესსპიკერის განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს ყველამ, მათ შორის ბრიუსელში მანამ, სანამ ქართველებს დააბრალებს დეზინფორმაციას. სად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ვსვამთ? რატომ აფინანსებს ევროკავშირი ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქართველი ხალხის არჩევნებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაცია, სიძულვილს? ყველა ადამიანი და ორგანიზაცია დღეს, ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას და არ აღიარებს დემოკრატიას საქართველოში, ყველა უკლებლივ დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამიტომ, აქ დგას პირდაპირ ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ყველაფრის თანამონაწილეა", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ცნობისთვის, "ოცნებამ" 19 ივლისს ევროპარლამენტიდან უმწვავესი გზავნილი მიიღო. 

  • ევროკაშირის 27 სახელმწიფოს დეპუტატების სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ ქართული ოცნების მთავრობას ევროპარლამენტი არ აღიარებს. ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცხადად ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება სამართლიანი არჩევნები და ვიდრე "ოცნება" მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

ამის შემდეგ, ერთ კვირაში, 25 ივლისს, ევროპარლამენტმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ  "საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".

დღეს კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ევროპარლამენტის კრიტიკას 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით უპასუხა და მათ „უპრეცედენტოდ არაობიექტური“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა. 

მსგავსი სიახლეები