"ზღაპრები, რასაც ახლა ჰყვებიან, შეუძლიათ, ხატია სიჭინავას და სოფო ბედიას ქმარს მოუყვნენ"- მაკა ჩიხლაძე
"ზღაპრები, რასაც ახლა ჰყვებიან, შეუძლიათ, მოუყვნენ მაგალითად, ხატია სიჭინავას და სოფო ბედიას ქმარს, ისინი მათ დაუჯერებენ" - ასე პასუხობს მაკა ჩიხლაძე "ქართული ოცნების" ახალ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდამსხმელების დასჯა უნდათ, თუმცა მოძალადეების იდენტიფიცირება ვეღარ ხერხდება.
"შაბათის ეთერის" პროდიუსერი პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების არ სჯერა. მისი თქმით, თუ საგამოძიებო უწყებებს 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია "პირველის" გადამღებ ჯგუფზე პირდაპირ ეთერში განხორციელებული თავდასხმის გამოძიება რეალურად სურდა, ეს 8 თვის წინ უნდა გაეკეთებინა.
თუ მაგალითად, ჩემი საქმის გამოძიება უნდოდათ, 8 თვის წინ უნდა გაეკეთებინათე ეს. ვიდრე სამხილები განადგურდებიდა და არა ახლა.
მე თვითონ მივუთითე გამომძიებელს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები რომელი ქუჩიდან უნდა ამოეღო, რომ ჩემზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები უნიღბოდ ენახა. დავეხმარეთ და 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოვახერხეთ და თურმე, 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა ვერ დასრულდა. მათ შეუძლიათ ის ადამიანი დაიხმარონ, რომელიც უნიღბიდ ჩანს"- თქვა მაკა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის "ქართული ოცნების" პრემიერმა აღიარა, რომ პროევროპულ აქციევზე საქართველოს მოქალაქეები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, თუმცა იქვე თქვა, რომ ძალადობის ფაქტებს ვერ იძიებენ, რადგან მოძალადეების, არაფორმალური ჯგუფების თუ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ეს მაშინ, როცა არსებობს აღიარებითი ჩვენება, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა სასამართლოს, სინდისი პატიმრების საქმის განხილვისას მისცეს.
გდდ-ის თანამშრომლებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ნოემბერ-დეკემბერში, პარლამენტთან მომხდარი დარბევების დროს, სპეცრაზმელებს მაიდენტიფიცრებელი ნიშნები ეკეთათ: