ლუკა ჯაბუა: კარგად გამოჩნდა მჩაგვრელი ხელისუფლების და ლოყაწითელა მილიციელების სახე

03.09.25 14:54
ლუკა ჯაბუა: კარგად გამოჩნდა მჩაგვრელი ხელისუფლების და ლოყაწითელა მილიციელების სახე

"ამ 9 თვის განმავლობაში კარგად გამოჩნდა მჩაგვრელი ხელისუფლების და ლოყაწითელა პოლიციელების, მილიციელების სახე"- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ლუკა ჯაბუამ საბოლოო სიტყვაში თქვა. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 11 სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. ისინი საბოლოო სიტყვით მიმართავენ სასამართლოს.

მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის გიორგი ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა და ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი მხარეა ნათელი.
იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, როცა შკოდებით მითვალთვალებდნენ, ქალბატონებს არეკინებდნენ, რომ სადმე მივეტყუებინე - ტელეფონი ვიპოვეთ, რომელსაც შენი ნომერი ეწერა უკან და იქნებ წაიღოო და ასეთი სისულელეები, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს და ვიცოდი, არაფერს ჩავიდენდი ისეთს, რაც მათ საფუძველს მისცემდა, რომ გავესამართლებინე..."- თქვა ლუკა ჯაბუამ "პუბლიკას" მიხედვით. 

სინდისის პატიმარმა ადვოკატებს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა: 

„დიდი მადლობა ადვოკატებს. უმაგრეს პროფესიონალებს. ასე გულით რომ დაგვიდექით გვერდით. მადლობა საზოგადოებას, რომლის გარეშეც აქამდე ასე ვერ მოვიდოდით.

მადლობა პროკურატურას, რომ ეს უნიკალური ადამიანები გამაცნო და მადლობა რომ გამაცნო საკუთარი თავი - მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა თან საკმაოდ ადრეულ ასაკში." - დასძინა მან. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები