ვის გულისხმობს "ოცნება" "გაგდებულებში" - რა მინიშნებები კეთდება ივანიშვილის გუნდში

09.09.25 17:29
ვის გულისხმობს "ოცნება" "გაგდებულებში" - რა მინიშნებები კეთდება ივანიშვილის გუნდში

ვის გულისხმობს "ქართული ოცნება" "გაგდებულებში" - ივანიშვილის გუნდის წევრებს დღეს "პირველებმა" ჰკითხა, იგულისხმებიან თუ არა ახალი ტერმინის უკან ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური, ვისაც, ბოლო რამდენიმე დღეა, მმართველი პარტია ოპოზიციასთან გარიგებაში სდებს ბრალს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციასთან გარიგება ვერც ღარიბაშვილისგან, ვერც ლილუშვილსგან და ვერც გომელაურისგან წარმოუდგენია: 

"ქართული ოცნებიდან" წასული, მითუმეტეს, მოქმედი წევრის ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება ხაბეიშვილთან, ხაბეიშვილის ინტერესებთან გაერთიანებას, ვერ წარმომიდგენია ვერავისგან - ვერც ღარიბაშვილისგან, ვერც ლილუშვილსგან, ვერც გომელაურისგან. ვერავისგან წარმომიდგენია, რომ იმხელაზე შეიძლება დაეცეს. ერთადერთი ვუშვებ, რომ დანაშაულია იმ დონის ჩადენილი, რომ პოლიტიკა ვიღაცამ შეიძლება გაიხადოს თავშესაფრად...", - აცხადებს გია ვოლსკი. 

"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე - "აქვს თუ არა ვინმეს ასეთი დანაშუალი ჩადენილი", ვოლსკი ამბობს: "მე ასეთი რამ წარმოუდგენლად მიმჩნია".

კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე არ საუბრობს არც ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" წევრი ამბობს, მხოლოდ იმას, რომ "ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხობს".

კონკრეტულ გვარ-სახელებზე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხობს. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქართულ ოცნებასთან უბრძოლია და გულწრფელად ყოფილა ამ ბრძოლაში ჩართული, მეეჭვება, რომ ოდესმე თავი დაააფილიროს ამ ბანდიტურ დაჯგუფებასთან", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

ირაკლი ზარქუა კი ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-გომელაურის ტრიოდან, დარწმუნებით მხოლოდ გომელაურზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი შსს მინისტრი არასოდროს გაურიგდება ოპოზიციას. 

მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. ბატონმა ღარიბაშვილმა და გომელაურმა პარტია დატოვა, დანარჩენებიც იყვნენ, ვინც მაიმუნობდნენ, სხვა თემას უკავშირდება ეს და ისინი გაგდებულები არიან. ახლა თქვენ გვარებს ვერ გეტყვით,

ეს არის პროვოკაცია, დარწმუნებული ვარ, გომელაური ამ უსამშობლოებს არასდროს შეუერთდება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

"ქართული ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს გაგდებულებს უწოდებს - "[ქართული ოცნებიდან] ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ" თქვა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.  

მსგავსი სიახლეები