კალაძე ეუთო/ოდირის მისიის არჩამოსვლაში „ბოროტ ძალებს“ ადანაშაულებს

10.09.25 12:27
კალაძე ეუთო/ოდირის მისიის არჩამოსვლაში „ბოროტ ძალებს“ ადანაშაულებს

თბილისის მერი კახა კალაძე ეუთო/ოდირის მისიის არჩამოსვლას „ბოროტ ძალებს“ და „ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტებს“ აბრალებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ქართულ სახელმწიფოსა და ხალხს ებრძვიან და წარსულშიც ეუთოს დასკვნა „ფეხქვეშ გათელეს“.

სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. თან იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნასა და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან. მესმის ამ ორგანიზაციის - თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეხვიონ“,- განაცხადა კალაძემ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში,  სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ოპოზიციის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ხრიკი იყო. მათი თქმით, ივანიშვილის გუნდმა თავიდანვე იცოდა, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა და მოწვევა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო.

მსგავსი სიახლეები