გოგა მემანიშვილი: ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია

10.09.25 16:42
გოგა მემანიშვილი: ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია

 

 

გუშინ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის -  ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა TV პირველთან განაცხადა. 

ამავე ინტერვიუდან გაირკვა, რომ კაცი, რომელმაც პოლიციელზე იძალადა, ისევ თავისუფალია.

  • ცნობისთვის, "პირველებმა" 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ძალადობის ამსახველი კადრები გაშიფრა, ვიდეოში ჩანს გიორგი შუკვანი, რომელიც შსს-ს თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის პოლიციას არ დაუკავებია.

"ორივე მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და ბოთლების სროლა [...]

გუშინ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის. [...] უამრავი კერა იყო ჩხუბის, უამრავი კანონდარღვევა იყო და შესაბამისად. [...] არ გაგვიცილებია, [დაკავება] ვერ მოხერხდა. [...] იმ კონკრეტულ ვითარებაში რისი გაკეთებაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ, იმ მომენტში პრიორიტეტი იყო, რომ ვითარება განმუხტულიყო. ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია და დაზიანება არ მიმიღია, უამრავ შემთხვევაზე ვარ ნამყოფი, პოლიციელი ვარ" -

გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. 

მსგავსი სიახლეები