"ოცნების" გზა ავტოკრატიისკენ - საგანგებო მოსმენა კონგრესში

10.09.25 20:56
"ოცნების" გზა ავტოკრატიისკენ -  საგანგებო მოსმენა კონგრესში

ბიძინა ივანიშვილის გუნდმა კარგად იცის, რომ მოსმენა ჰელსინკის კომისიაში მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება, ამიტომ, "ოცნების" რიგითები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ცდილობდნენ,  კონგრესში ჩანიშნული საგანგებო შეხვედრის დისკრედიტაციას. დღეს ჰელსინკის კომისია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და თავდაცვის ექს მინისტრს, თინა ხიდაშელს მოუსმენს. კონგრესმენების კონკრეტული მტკიცებულებებით ხელში ისაუბრებენ, როგორ მოაქცია ივანიშვილმა საქართველო რუსული და ჩინური გავლენის სფეროში.

მეხუთე პრეზიდენტი ჰელსინკის კომისიაში მთავარი მომხსენებელია. ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობ , რომ შტატებში ხალხის სახელით ისაუბრებს და ამერიკელ პარტნიორებს აუხსნის, რომ ქვეყანა ახლა უდიდესი დესტაბილიზაციის წინაშე დგას და რუსულ ორბიტაზე მოქცეული საქართველო ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ზურაბიშვილი ამ დარბაზში კონგრესმენებს ეტყვის, რომ "მეგობარი აქტის" დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ვიდრე კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოვა, ზურაბიშვილი ამერიკული  მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.​ შეხვდა ტრამპის გუნდსაც.  რესპუბლიკელ სტივ დეინსს , რომელიც ოცნების ღია კრიტიკოსია - უთხრა, რომ მეგობარი აქტს დამტკიცებაა ამერიკის უდიდესი ნაბიჯი იქნება.

ზურაბიშვილის საგანგებო მოსმენა კონგრესში - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები