ჩვენებები ფარცხალაძის წინააღმდეგ - "პირველებმა" ჯანგველაძის მკვლელობის გამოძიების დღემდე უცნობი დეტალები გაარკვია

10.09.25 21:04
ჩვენებები ფარცხალაძის წინააღმდეგ - "პირველებმა" ჯანგველაძის მკვლელობის გამოძიების დღემდე უცნობი დეტალები გაარკვია

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გარემოცვის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები ჩნდება.

"პირველების" ხელშია, კაცის ჩვენება, რომლის იარაღითაც ბიზნესმენი მოკლეს. სანდრო წივწივაძე ამტკიცებს, რომ 2019 წლის შემდეგ მკვლელობის იარაღი ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელს, დავით მიქაძეს ჰქონდა. მთაწმინდის გავლენიანი საძმოს წინააღმდეგ წივწივაძემ ჩვენება ვერ მისცა, ამიტომ პოლიციაში განაცხადა, რომ 7 ცეცხლსასროლი იარაღი დაკარგა.

ამ ჩვენებით დასტურდება ის, რასაც დაცვის მხარე თვეებია ამტკიცებს - "სანდრო წივწივაძეს იარაღები 2019 წელს მოპარეს და მას შეკვეთილი მკვლელობის საქმესთან კავშირი არ აქვს". ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის მამხილებელი ჩვენების შემდეგ წივწივაძე სასამართლოში პირველად 9 ოქტომბერს გამოჩნდება - თანამშრომლობა შესაძლოა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდეს.

28 აგვისტოს, გამოძიებას უკვე ჰქონდა სანდრო წივწივაძის მამიდის ჩვენებაც, რომელიც ოთარ ფარცხალაძე-რომანსვს  მინიმუმ დანაშაულის დაფარვაში ამხელს. თეა მაჭავარიანი ჩვენებაში ყვება, რომ წივწივაძის სახლიდან მოპარულ იარაღებზე საუბარი დავით მიქაძესთან ფარცხალაძის თანდასწრებით ჰქონდა.

წესით ეს ჩვენება გამოძიებისთვის უნდა ქმნიდეს საფუძველს რომ რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული ფარცხალაძე მინიმუმ გამოკითხვაზე დაიბაროს, თუმცა ამ დრომდე შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორის გამოკითხვის მცდელობა არ ჰქონიათ.

ჩვნებები ფარცხალაძის წინააღმდეგ - ლიზა ლასარიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები