დაგაგვიანდათ! - ეუთო-ს უარი კობახიძეს
კახი კალაძე ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" გეგმები ოპოზიციის ზეწოლამ ჩაუშალა. ეუთო-ოდირი, რომელიც "ოცნებამ" არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია, კობახიძეს უარით პასუხობს. წერილში, რომელიც ვენის შტაბბინიდან გავრცელდა, წერია, რომ იმ დროს როდესაც "ოცნებამ" დამკვირვებლებს მოწვევა გაუგზავნა შეუძლებელი იყო მისიის დაკონპლექტება და არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვრივება.
"ქართულ ოცნებას" გეგმა ეშლება. ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია საქართველოში ვერ ჩამოდის, თუმცა მაინც გვიმტკიცებენ, რომ ამით არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად გამოცხადებას პრობელემა არ შეექმნება.
ეთიოპია, იორდანია, მალდივები, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ყირგიზეთი - დამკვირვებლები ადგილობრივ არჩევნებზე სწორედ და მხოლოდ ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ. "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო ან არ სცადა, იმ ქვეყნების სადამკვირვებლო მისიების მოწვევა, ვის სიტყვასაც ნდობა ექნებოდა.
ოცნება ამ ხაზს რომ აირჩევდა - ეს ოპოზიციისთვის მარტივად პროგნოზირებადი იყო. მოწვევა მოწვევისთვის - პარტიებში ამბობენ, რომ ივანიშვილი ამჯერადაც პროპაგანდისტულ ხრიკს მიმართავს.