ზურაბიშვილი: საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია - "ოცნება" სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა
"საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია - "ოცნება" სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას, ჩინეთთან და ირანთან.
მინდა ვისაუბრო, არა აღვწერო სიტუაცია საქართველოში, რადგან ყველამ ვიცით და არაერთხელ აღნიშნულა ძალიან ცხადადა, თუნდაც მედიაში, რომ სიტუაცია, მდგომარეობა საქართველოში, არის განსაკუთრებით რთული ყველა - დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ის მოცემულობა, რაც გვაქვს და მე ახლა წარმოვადგენ ხალხს, რომლებიც ახლა ციხეში იმყოფებიან და სიმბოლურად მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი ქალბატონი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, უმიზეზოდ ფაქტობრივად...
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო იყო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სა და ასევე, მას შემდეგ, რაც რუსეთი ცდილობს, რომ კავკასიის და ცენტრალური აზიის მიმართულებით საკუთარი როლი შეინარჩუნოს და ექსკლუზიური დომინანტობა ჰქონდეს, აშშ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი აგენტი, აქტორი, რომელიც ახალ სტანდარტებს განსაზღვრავს.
დღეს, პირველად, სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ამ პარტნიორობას ზურგი შეაქცია. იზოლირებული გახდა, როგორც საკუთარი თავი, ასევე ქვეყანა გახადა იზოლირებული პარტნიორისგან და ასევე, პირიქით დაუახლოვდა აშშ-ის მოწინააღმდეგეებს და რუსეთი ცდილობს მისი დომინანტური პოზიცია აღიდგინოს.
"ქართული ოცნება" სულ უფრო ანტი-ამერიკული და პრო-რუსული გახდა. "ქართული ოცნების" საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტი-ამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება ამას. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე.
პარალელურად, "ქართული ოცნების" ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას. ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ. უვიზო - ჩინეთთან და ირანთან," - განაცხადა ზურაბიშვილმა. (სინქრონული თარგმანი)