თინა ხიდაშელი: "ქართულ ოცნებას" აქვს კავშირები სხვადასხვა ავტორიტარულ ძალებთან"
"ქართულ ოცნებას" აქვს კავშირები სხვადასხვა ავტორიტარულ ძალებთან" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია თეირანისთვის, რუსეთისთვის და განსაკუთრებით პრობლემატური ხდება პეკინისთვის".
თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველო უსაფრთხოდ ვერ იქნება და ვერ გადარჩება.
...აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ იქნება უსაფრთხოდ და ვერ გადარჩებოდა. სწორედ აშშ-ის ჩართულობით, 2008 წელს მათმა მხარდაჭერამ შეაჩერა რუსეთი აგვისტოს ომში და აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი რჩება, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების თავლსაზრისითაც, რომელიც გვეხმარება თანამედროვე ჯარის ფორმირებაში, შენარჩუნებაში. ისინი დაგვეხმარნენ სკოლის, საავადმყოფოების, საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებაში, ეს სია ძალიან გრძელია და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის გადარჩენა და შენარჩუნება შესაძლებელია.
[...]
თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია თეირანისთვის, რუსეთისთვის და განსაკუთრებით პრობლემატური ხდება პეკინისთვის. და, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აირჩია გზა ავტორიტარული ინტერესების მიმართულებით, ნაცვლად მათ წინააღმდეგ წასვლისა. ეს არის ინსტიტუტების ძირის გამოთხრა, ასევე ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა.
"ქართულ ოცნებას" აქვს კავშირები სხვადასხვა ავტორიტარულ ძალებთან, მაგალითად ჩინეთის მიმართულებით. "ქართულმა ოცნებამ" შემქნა ანაკლიის საზღვაო პორტის მაგალითი, სადაც ამერიკული მოკავშირეები გააძევეს და დაპირება იქნა გაკეთებული ჩინური კომპანიის მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს ჯერ-ჯერობით არ მომხადარა, მაგრამ "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას..." - განაცხადა თინა ხიდაშელმა. (სინქრონული თარგმანი)