სტივ კოენი: "ქართული ოცნება" სწორედ ქართულ კოშმარად გადაიქცა

11.09.25 00:26
სტივ კოენი: "ქართული ოცნება" სწორედ ქართულ კოშმარად გადაიქცა

შსს-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე, კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" სწორედ ქართულ კოშმარად გადაიქცა". 

მისი თქმით, რუსეთი კვლავ მიითვისებს საქართველოს ტერიტორიებს, თუ მათ ეყოლებათ მოკავშირე ივანიშვილის სახით. 

კონგრესმენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სენატი მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. 

"ქართული ოცნება" სწორედ ქართულ კოშმარად გადაიქცა, რადგან არ არის ის რაც უნდა იყოს. ყველა სახის პრობლემა ჰქონიათ, მრავალი სახის პრობლემა და ძალიან კარგად იქნა ეს უკვე აღნიშნული და ახსნილი. 

სენატი გმობს ძალადობას მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ...

როდესაც საქართველოს ნაწილი მიითვისა რუსეთმა, კიდევ გააკეთებენ ამას, თუ მოკავშირე ეყოლებათ ბატონი ივანიშვილის სახით და ამ შემთხვევაში ეს უფრო მარტივი გახდება მათთვის..." - განაცხადა სტივ კოენმა. (სინქრონული თარგმანი)

მსგავსი სიახლეები