უილსონი: „ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია - განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ

11.09.25 10:20
უილსონი: „ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია - განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია - განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა მოსმენაზე, სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

უილსონმა პირდაპირ თქვა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ არჩევნები გააყალბა და ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს.

ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის მთავრობა მჭიდროდ მუშაობს „ომის დამნაშავე პუტინთან“.

ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის - განაცხადა კონგრესმენმა. 

“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… 
რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ქართული ოცნება” ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.
ეს ღალატი აქ არ ჩერდება. “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა,  ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში….
ხალხის მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატურულ რეჟიმთან.
ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს", - განაცხადა უილსონმა. 

მსგავსი სიახლეები