ქეთი ალავერდაშვილს, რომელსაც "ოცნების" წევრმა დაარტყა, დღეს გამოკითხავენ

11.09.25 10:56
ქეთი ალავერდაშვილს, რომელსაც "ოცნების" წევრმა დაარტყა, დღეს გამოკითხავენ

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაზარალებულ ქალს დღეს გამოკითხავენ. ქეთი ალავერდაშვილი საგამოძიებო უწყებაში უკვე დაბარებულია.  აქტივისტთან კითხვები ორი დღის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ აქვთ. მან დეტალურად უნდა გაიხსენოს ეპიზოდი, როცა საპროტესტო აქციის დროს, კალაძის საარჩევნო შტაბიდან აგრესიული მამაკაცი  ქუჩაში გავარდა და ქალს სახეში დაარტყა.

ფაქტზე ზაზა მამალაძეა დაკავებული. ის "ოცნების" სტაჟიანი წევრია. 

მსგავსი სიახლეები