9 საათის განმავლობაში ხელბორკილები ეკეთა, როცა მოხსნა ითხოვა, უთხრეს, ნაკლებად ემოძრავა და არ ეტკინებოდა! - მეგი დიასამიძის ადვოკატი
ადვოკატი შოთა თუთბერიძე "ტვ პირველთან" დეტალურად საუბრობს თუ რა ვითარებაში დააკავეს 23 წლის მეგი დიასამიძე. სტუდენტი, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს.
როგორც თუთბერიძე ამბობს, მეგი დიასამიძეს 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურეობით სარგებლობის საშუალება.
"ძალიან სასაცილო სპეცოპერაციასთან გვაქვს საქმე. ალბათ, მის დაგეგმვასა და განხორციელებაში ვიღაც პრემიას აიღებს ამ ცუციკებიდან. სინამდვილეში, პრიმიტიულ, პირადპირი მნიშვნელობით შევარდნაძის დროინდელ, ქართულ "სპეცოპერაციასთან" გვაქვს საქმე. 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე, მიდიოდა აჭარაში, საკუთარ სახლში, სოფელში რამდენიმე დღის გასატარებლად, როცა მიკროავტობუსი, რომელსაც მიჰყვებოდა, "სასწაულებრივად" გზაში, გურიაში, ლანჩხუთში, რაღაც ტყიან მასივში გაფუჭდა. უცებ, მიკროავრობუსი გააჩერა პატრულმა, პატრული ჯერ მიკროავტობუსის მძღოლს ეჩხუბებოდა, რაღაც გაუბევარ სამართალდარღვევაზე, ხოლო რაღაც მითითების მიღების შემდეგ, შემოუარა მანქანას, პირველი რაც გააკეთა, მეგის მობილური ტელეფონი წაართვა, შემდეგ სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლა უბრძანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილით გაიტაცა. 9 საათის განმავლობაში მეგის ხელები შეკრული ჰქონდა და ხელზხე ეტყობა კიდეც ხელბორკილების კვალი. ეს არ არის მძიმე დაზიანება, თუმცა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს იმ არაკაცების არამზადობას და გარეწრობას, ვინც მისი დაკავება და თბილისში გადმოპყვანა განახორციელა. ბორკილები ადამიანს ნელ-ნელა უჭერს ადამიანს და როცა მეგიმ ითხოვა, რინ გადმომიტანეთ ბორკილები, მომიშვითო ან მომხსენითო, უთხრეს, რომ არ იმოძრაო და ნაკლებად მოგიჭერს, გეტკინებაო. 23 წლის ბავშვმა 9 საათი პრაქტიკულად მარწუხებში გაატარა და ამის კვალი ახლაც ეტყობა ხელზე.
23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.