კობახიძემ ჯო უილსონს „დიფ სთეითის აგენტი", ზურაბიშვილ-ხიდაშელს კი "თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები" უწოდა

11.09.25 12:03
კობახიძემ ჯო უილსონს „დიფ სთეითის აგენტი", ზურაბიშვილ-ხიდაშელს კი "თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები" უწოდა

ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • ხმაურიანი განცხადებები კობახიძემ ჰესლინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე საუბრისას გააკეთა.

„ჯო უილსონს რაც შეეხება, ის პირველ რიგში, არის „დიფ სთეითის“ აგენტი და შემდეგ არის დაფინანსებული ლობისტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ, ვაშინგტონში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, ქართველი პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა, ეს მათი ტრაგედიაა.

მოღალატე მათ გარდა ბევრია. ამ ორის გარდა მოღალატე ძალიან ბევრია რადიკალურ ოპოზიციაში. მხოლოდ ორი არ არის. რაც შეეხება ჩვენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ ღია, დაველოდებით საპასუხო პოზიციას ამ ყველაფერზე“, - თქვა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები