კალაძე დაკავებულ სტუდენტზე: მე გავიმეტე, თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა?
კახი კალაძე, რომლიც ბანერის დასვრის გამო, 23 წლის სტუდენტი დააკავეს, ჟურნალისტებს მოსამართლესთან ამისამართებს.
"სახლში გაუშვებენ თუ დააკავებენ ამას მოსამართლე წყვეტს და არა მე" - ამბობს კალაძე, რომლის პარტიამაც 23 წლის სტუდენტს უჩივლა და მის წინააღმდეგ გამოძიება ბანერის დასვრის გამო მოითხოვა:
მე გავიმეტე, თუ თავისი თავი თვითონ გაიმეტა? არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, ზოგადად. რაც შეეხება იმას, პატიმრობა იქნება თუ სახლში გაშვება, ამას არც თქვენ წყვეტთ, არც მე. ამას მოსამართლე წყვეტს და კეთილი ინებეთ, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ.