"გაგდებულების" შემდეგ, "სასაცილოები" - "ოცნება" წასულებს ახალი ტერმინით მოიხსენიებს
"გაგდებულების" შემდეგ, "სასაცილოები"- "ქართულ ოცნებაში" ყოფილების წინააღმდეგ ახალი ტერმინი გაჩნდა.
ვინ აწვდის ივანიშვილის გუნდის შიდა არეულობის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციას? ამ კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ "ერთი სასაცილო კაცი, კავშირზეა მეორესთან".
ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იგულისხმა მან "სასაცილო კაცში".
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ეს არის სასაცილო კაცი, რომელსაც მეორე სასაცილო კაცი აძლევს მესიჯებს და ლაპარაკობს. იმდენაც არააქტუალური და არასაინტერესოა, რომ არ ღირს ამაზე [საუბარი]...
როცა მე ვსაუბრობ, რომ სასაცილო კაცი, სასაცილო კაცს აძლევს მესიჯებს, ამით საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ხაბეიშვილის ყველაფერი არის სასაცილო"- თქვა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს სუს-ის ყოფილ შეფთან, გრიგოლ ლილუაშვილთან, "ოცნების" პრემიერმა ტქვა, რომ "ურეთიერთობა" აქვს, თუმცა თემა ღიად დატოვა.