დაზიანდა გზა, რომელიც კალაძემ ორი დღის წინ, საზეიმოდ გახსნა
ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა გზა, რომელიც კახა კალაძემ ორი დღის წინ გახსნა.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მერიაში აცხაებენ, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანება წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” (GWP) პასუხისმგებლობაა. GWP-ში აღნიშნავენ, რომ დაზიანება უამინდობამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქყჩების რეაბილიტაციისთვის, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ჯამში 24 მილიონ ლარი დაიხარჯა.