"კანონი არ იცის, ფეხზე ჰკიდია"- სჭირდებოდა თუ არა კალაძეს მუნიციპალიტეტის თანხმობა ბანერების გადმოსაფენად?

11.09.25 15:38
"კანონი არ იცის, ფეხზე ჰკიდია"- სჭირდებოდა თუ არა კალაძეს მუნიციპალიტეტის თანხმობა ბანერების გადმოსაფენად?

სჭირდებოდა თუ არა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს მუნიციპალიტეტის თანხმობა, ქალაქის ისტორიულ უბანში,  საკუთარი ბანერების გადმოსაფენად?

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საკმარისია მხოლოდ შენობის მფლობელის თანხმობაა, თუმცა ის ვინც წლები საკრებულოში გაატარა, ამბობს რომ კალაძე ცრუობს და ცდილობს სავარაუდო უკანონობა ამ ფორმით გაამართლოს.

"[ბანერების გაკვრაზე] ნებართვა, რა თქმა უნდა, გვქონდა. ამას სჭირდება არა მუნიციპალიტეტის, არამედ მფლობელის ნებართვა და, რა თქმა უნდა, გვაქვს, იმიტომ რომ ნაქირავები გვაქვს ფართი შტაბისთვის და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს”, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საუბარია ბანერზე, რომლის დასვრის გამოც, ამ წუთებშიც, 23 წლის სტუდენტი გოგონა იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

პოლიტიკოსების თქმით, კალაძემ არ იცის, ვერ ისწავლა და არც აინტერესებს, რა ნებართვაა საჭირო, ქალაქის ისტორიულ ნაწილში კონსტრუქცია მონტაჯდება და მასზე სხვა და სხვა სახის ბანერებს აკრავენ. 

საბა ბუაძე ამბობს, რომ კახა კალაძე, რომელიც წესით, საზოგადოებისთვის მაგალითი უნდა იყოს, კანონდამრღვევია.

"პრობლემა არის ის რომ არც იციან და არც აინტერესებთ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში როდესაც კონსტრუქციის განთავსება ხდება, შენობაზე, რა მიზნებითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ამას ესაჭიროება მუნიციპალური სამსახურის ნებართვა, რომელიც თბილისის მერიას ატვირთული არ აქვს და ეს აჩვენებს ძალიან ზერელე დამოკიდებულებას კანონთან მიმართებაში. მაშინ როდესაც კალაძე პირადად უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის კანონის დაცვის და რეგულაციების დაცვის, ვხედავთ, როგორ ფეხებზე ჰკიდია კანონი და როგორ არაფრად მიიჩნევს ელემენტარული მაგრამ აუცილებელი ნორმების დაცვა" - განაცხადა ბუაძემ. 

მსგავსი სიახლეები