სუს-მა მურთაზ ზოდელავაც წაიყვანა
ტელეკომპანია "ფორმულას" ეზოდან, სუს-მა პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც წაიყვანა - პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სუს-ის თანამრომლები გამოჩდნენ.
სუს-ის წარმომადგენლებმა ხაბეიშვილის შემდეგ მურთაზ ზოდელავა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
კადრებს სოციალურ ქსელში ეკა შანიძე ავრცელებს.
„ფაქტობრივად, გატაცება იყო ლევანის [ხაბეიშვილი]. ბიძინამ გადაწყვიტა, დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ხალხს გააჩნია ნდობა და ვისაც გააჩნია უნარი, მობილიზება გაუკეთოს ქართველ ხალხს. იმდენი კასკადია უკანონობის და აღვირახსნილობის, ყველაფერზე პასუხი უნდა გავცეთ 4 ოქტომბერს“ - აცხადებს გაადყვანამდე მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე.
განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.
ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში. ზოდელავას სუს-ში შეყვანის მიზეზი უცნობია მისი ოჯახის წევრებისთვის.