"მაკავებენ იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია, ივანიშვილის დამარცხება"- ლევან ხაბეიშვილი

11.09.25 16:30
"მაკავებენ იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია, ივანიშვილის დამარცხება"- ლევან ხაბეიშვილი

"მამუკა მდინარაძე დავალებას ასრულებს" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას განაცხადა.

ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის! მე დაკავების მოლოდინი მქონდა, - ამბობს ხაბეიშვილი დაკავებამდე გადაღებულ კადრებში. 

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს, რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები