რა ვითარებაში მოხდა მურთაზ ზოდელავას და ლევან ხაბეიშვილის აყვანა?
რა ვითარებაში მოხდა მურთაზ ზოდელავას და ლევან ხაბეიშვილის აყვანა? - ზოდელავას ცოლი, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულადან" ხაბეიშვილის და მისი მეუღლის წაყვანას შეესწრო, ამბობს, რომ მურთაზ ზოდელავას ტელეფონი ჩამოართვეს სამარტალდამცველებმა, რის შემდეგაც ბჭობდნენ, დაეკავებინათ თუ არა.
ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, დააკავეს მურთაზიც, ამისთვის მზად ვიყავით - აცხადებს ზოდელავას ცოლი.
მეუღლე ვარ, ვარკვევდით რა სტატუსით არის გადმოყვანილი. არავითარი პასუხი არ გააჩნიოათ ამ ეტაპისთვის. როდესაც ეთერიდან გამოვიდა, დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავასთან მიმართებაში, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცხადი, იმწუთიერი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, დაეკავებინათ თუ არა. ტელეფონი ჩამოართვეს, ამის შემდეგ მოცილდნენ ტერიტორიას და შეეცადნენ გარკვევას, წამოიყვანოთ თუ დავტოვოთო, ასეთი სიტყვებით. მერე გადმოიყვანეს აქ.
მანამდე არც დაბარებული არ ყოფილა და მურთაზის დაკავება განხორციელდა უცაბედად. მართალი გითხრათ ველოდით და ისიც მზად იყო ამისთვის. არავინ ახლავს თან. მე უბრეალოდ იმიტომ შევესწრი ამ ამბავს, რომ მივედი რომ წამომეყვანა", - აცხადებს ზოდელავას ცოლი.