არანაირი უკან დახევა! - ლევან ხაბეიშვილი სუს-ში გადაიყვანეს (პირველი კადრები)

11.09.25 16:36
არანაირი უკან დახევა! - ლევან ხაბეიშვილი სუს-ში გადაიყვანეს (პირველი კადრები)

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში გადაიყვანეს - კადრები, რომელსაც"პირველების" რედაქცია იღებს ჩანს რომ პოლიტიკოსს ხელბორკილები ადევს. 

"არანაირი უკან დახევა!"- სკანდირებს პოლიტიკოსი. 

ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის, შეშინებული ხელისუფლებაა. არრ შეგეშინდეთ არაფრის, საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. თავი არ დაუხაროთ რუსულ რეჟიმს. არანაირი უკან დახევა! გამარჯვება არის ქართველი ხალხის ხელში"- თქვა სუს-ში შეყვანამდე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა. 

ლევან ხაბეიშვილთან ტელეკომპანია „ფორმულას" ეზოში მივიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები. როგორც თქვეს, თან ჰქონდათ განჩინება. 

მოგვიანებით სუს-ში "პიურველებს" ხაბეიშვილის დაკავება დაუდასტურეს და უთხრეს, რომ თემაზე ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები