ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე! - ბოკუჩავა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია.
„არ ვარ თბილისში. მალე ვიქნები. მივდივართ სუს-ის შენობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მხოლოდ რეჟიმის სისუსტის დასტურია. რუს-ქოცები არიან ჩამოშლის ზღვარზე! ახლა გაჩერება დანაშაულია! ვიბრძვით ბოლომდე!“, - წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეიყვანეს.