400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, გამოვიდნენ და ჩვენც დაგვაპატიმრონ - ირაკლი ნადირაძე
400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, გამოვიდნენ და ჩვენც დაგვაპატიმრონ- ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მისულმა ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რა მიზეზით დააკავა მდინარაძის უწყებამ ლევან ხაბეიშვილი.
ნადირაძე ამბობ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დაიჭიროს ივანიშვილის გუნდმა, "მათი განაჩენი უკვე გამოტანილია".
ლევან ხაბეიშვილი 200 000 დოლარს სთავაზობდა მათ, ვინც უკანონო დავალებების შესრულებაზე იტყოდა უარს. სრული სიგიჟეა, აი ეხლავე ვიძახით, 400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას. მარტო მე კი არა, ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაპატიმრონ. არ გვეშინია. ლევან ხაბეიშვილი კი არა ყველა რომ დაგვიჭირონ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისადმი განაჩენი გამოტანილია და 4 ოქტომბერს ეს რუსები აუცილებლად დამთავრდებიან", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსი 353-ე მიუხლით არის დაკავებული, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებას.
სუსმ-ა ხელბორკილები დაადო ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც. გამოძიება ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება